Monday, July 10, 2006

მეც


გზას ვაგრძელებთ...

ფრთხილად, ცუდი გზაა...
გადავლახავთ...


თვალებს ვხუჭავთ და ერთმანეთს მინდობილნი მივდივართ. ხელს მიჭერ... მსიამოვნებს შენი შეხება... მსიამოვნებს რომ მაჯაში სისხლი გროვდება და პულსს ვგრძნობ... შენც ხომ გრძნობ? კი გრძნობ... სახეზე გეტყობა... მერე რა, რომ შენს სახეს ვერ ვხედავ...

ხელს არ გაგიშვებ... - მპირდები...
არც მე...

ხანდახან თუ გზა მიმართულებას შეიცვლის და ჩვენს დაცილებას გადაწყვეტს, ჩამებღაუჭე... იმიტომ, რომ მე შენ მჭირდები... მაშინ უფრო მაგრად მომკიდე ხელი და მაგრძნობინე, რომ ჩემთან ხარ... მაგრძნობინე, რომ ერთნი ვართ... სულით... ხორცით... ჩვენ ხელები გვაკავშირებს... და ჩემს ვენებში გავლილი სისხლი შენს ვენებში გადმოდის... ნელნელა ჩვენ სიცოცხლეს ერთმანეთს ვუცვლით... მაგრამ არ ვიცლებით... ვასვებთ ერთმანეთს ერთმანეთით... ძაან ჩავხლართე... არაუშავს... გამიგებ...

ახლა შენი სისხლიდან მოსული ბედნიერებით ვარ სავსე... მიხარია შენი არსებობა... არ ვმალავ ამას...
ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ერთმანეთთან...

ოღონდ აღარ გვინდა ამისთვის ბედის გამოცდები...

მკიდია ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავებიც... თეთრი მთვარეც და განათებული გზებიც... დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს... დანარჩენი საშინელი წვრილმანია... მთავარია, შენ იდგე ჩემს გვერდით, შენს ხელს ვგრძნობდე ჩემს მაჯაზე...

ხელს არ გაგიშვებ... - მპირდები...
არც მე...

წინ... ბედნიერებისკენ...





ვათენებთ?
კი...
ვძლებთ...
სხვა რა გზაა?
კი იყო სხვა გზა... მარა დავიკიდეთ...
მივყვებით ერთად ერთ გზას...

სად წაგვიყვანს?
მენდე...
ჩქარი ნაბიჯით რატომ მივდივართ?
ბევრს მოვასწრებთ...
გზა? არ დამთავრდება?
არსდროს... სანამ არ დავმთავრდებით...
როდის დავმთავრდებით?
როცა ციდან ვარსკვლავე დაიწყებენ გაქრობას და ახლები აღარ გაჩნდებიან...
ნახე ვარსკვლავი ჩამოვარდა... ჩაიფიქრე?
კი სანამ ჩამოვარდებოდა ჩაფიქრებული მქონდა...
მეც ჩავიფიქრე...
ვიცი... მარა ეგ უკვე ჩაფიქრებული მქონდა...
მიყვარხარ...
მეც...
ტირი?
... ბედნიერი სიჩუმე...
მეც...

ნახე ახალი ვარსკვლავი...

იმ ღამესაც ასეთი დიდი იყო მთვარე...

გაკოცე... ცრემლისგან დამარილებული ტუჩის შეხება მესიამოვნა... მომნატრებიხარ... საშინლად... მაკლდი...

კარგა დიდი გზა გამოგვივლია...
ასე უცებ?
ხო... თავიდან ვიჩქარებთ... მერე ნელნელა ვივლით...
რატომ ვჩქარობთ? - მიმეორებ კითხვას...
უნდა დავეწიოთ...
ვის?
ჩვენს ბედნიერებას...
გაგვასწრო?
ხო რომ გავჩერდით მაშინ... ცოტათი... უკვე ვეწევით...

ჩვენს უკან გზაზე გამჭვირვალე ქალი იდგა... ნელა, ძალიან ნელა მოდიოდა... შავებში იყო...

ეს ვინ არის? - შეშინებულმა მკითხე და თან უკან იყრებოდი...
ნუ გეშინია, მარტოობაა... ძალიან ნელა მოდის ვერ დაგვეწევა...
შენთან არ მეშინია...

გავიღიმე... მსიამოვნებდი ჩემს გვერდით... მათბობდი... მავსებდი...

ფეხს ავუჩქარეთ... არა იმიტომ რომ უკან მარტოობა მოჩანჩალებდა... უბრალოდ... ჩვენ მივრბოდით... წინ... ბედნიერებისკენ...


- მიყვარხარ...
- მეც...








Sunday, July 09, 2006

I Feel Good!



მე ახლა ჩემი თავის მეტი არავინ მადარდებს, იმიტომ რომ არც არავის ვადარდებ სხვას... არც მოვითხოვ და სურვილიც არ მაქვს... ბედნიერიც კი ვარ...
მოსაწევი მინდა... სითბო... ფილტვებში და ტვინში... და მეტი არაფერი... ყველაფერი მითია ცხოვრებაში... სიყვარულიც, სიძულვილიც... ვცივდებით ისევე როგორც გუშინდელი პურის ნაჭრები, რომელიც უაზრობის ბასრი დანით ერთმანეთს დააცილეს... ერთმანეთისთვის აღარ ვიარსებებთ და დარჩება ბოლოს ჩვენგან მხოლოდ ნამცეცები, მერე ამ ნამცეცევს ტარაკანა წაიღებს თავის შვილთან... ისიც შეგვჭამს, გაიზრდება და მერე როცა გაზის ქურის უკნიდან გამოძვრება, ვიღაძის ფეხიდან წაძრობილი ჩუსტი იატაკზე გაასხმევინებს ტვინს...

ვოტ... ტაკ... ერთია, ადამიანი უფრო მნიშვნელოვანს ირჩევს ცხოვრებაში... როცა მთლიან პურის მთლიანობაზე მნიშვნელოვანი ამ პურზე წასმული კარაქია, მაშინ ეს პური ნაწილებად უნდა დაიჭრას... ამის ღირსია მხოლოდ... ის იმსახურებს იატაკზე გასხმული ტარაკნის მუცელში ნამცეცებად ყოფნას...

ჟალკა ტარაკანუ...

Friday, July 07, 2006

გზარჯვარედინი


მარტო იყო... სულ მარტო... თუმცა ირგვლივ ძალიან ბევრი ხალხი ეხვია... მაგრამ ახლა ის დრო იყო, როცა, წესით, ეს ხალხი გადაწყვეტილების მიღებაში ვერ უნდა დახმარებოდნენ... არა, უფრო სწორად, არ უნდა დახმარებოდნენ, რადგან მისი ცხოვრების ალბათ მნიშვნელოვანი საკითხი თვითონ უნდა გადაეწყვიტა... გზაჯვარედინზე იდგა, სადაც ბილიკები იყოფოდა... ეს გზა რომელიც აქამდე ერთად და ერთ მთლიანობად მოდიოდა და აზრი არ ჰქონდა გზის მარცხენა ნაპირზე ივლიდი თუ მარჯვენაზე, ახლა შუაზე იხლიჩებოდა უფრო ვიწრო, პატარა ნაწილებად... წინ გაიხედა... ერთი ბილიკი ხალხით იყო დატვირთული, ათასი ფერის და სიმაღლის ხალხით, ზოგს ყალბი ღიმილი ეკერა სახეზე, ზოგს მშვიდი სევდა, ზოგსაც სახე სულ არ ჰქონდა... ერთიანი კანი გადაჰკვროდათ შუბლიდან ნიკაპამდე და მიუხედავად ამისა მაინც მლიქვნელური იერი აჩნდათ... ახლა მეორე ბილიკს გახედა... წყნარად მიუყვებოდა ვიღაც შარას... ნელი ნაბიჯი, თითქოს სევდანარევი გზის გავლაში გასააზრებლად გაწელილი დრო და ფიქრის მტვერში ამოსვრილი მგზავრი არც ისე სასიამოვნოდ ეჩვენა გოგონას... ისევ ის აურზაური და ყალბი მრავალფეროვნება ამჯობინა, რომელიც პირველ ბილიკზე უხვად იყო... აქ ხომ ყოველთვის ღიმილით ხვდებოდნენ, მან კი ჯერ არ იცოდა ნამდვილი განცდების კითხვა თვალებში... პატარა იყო...
დრო გავიდა... გოგონა გაიზარდა... ხალხის გარჩევაც ისწავლა და მობეზრდა ეს ჭრელი და მოსაწყენი მრავალფეროვნება... ის მგზავრი გაახსენდა მეორე ბილიკს რომ მიუყვებოდა მარტო... უკან დაბრუნდა, იქ სადაც გზაჯვარედინი იყო... იქ სადაც თავის თავს და გრძნობას გადაუხვია... მაგრამ ვეღარც ეული პილიგრიმი იპოვა და ვეღარც ის გზა, რომელსაც ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა თბილი სევდით სავსე ადამიანი... მისი ნაკვალევი დროის ქარებს წაეშალათ... ატირდა გოგონა...
უცებ გაეღვიძა... ჩასძინებია... შვება იგრძნო, თითქოს ის უჰაერობა გამქრალიყო რომელსაც ცოტა ხნის წინ ტირილისას გრძნობდა... თავისუფლად ამოისუნთქა და თვალი გაახილა... შეცბა... გზაჯვარედინზე იდგა...

This template is modified by Spieler