Monday, July 10, 2006

მეც


გზას ვაგრძელებთ...

ფრთხილად, ცუდი გზაა...
გადავლახავთ...


თვალებს ვხუჭავთ და ერთმანეთს მინდობილნი მივდივართ. ხელს მიჭერ... მსიამოვნებს შენი შეხება... მსიამოვნებს რომ მაჯაში სისხლი გროვდება და პულსს ვგრძნობ... შენც ხომ გრძნობ? კი გრძნობ... სახეზე გეტყობა... მერე რა, რომ შენს სახეს ვერ ვხედავ...

ხელს არ გაგიშვებ... - მპირდები...
არც მე...

ხანდახან თუ გზა მიმართულებას შეიცვლის და ჩვენს დაცილებას გადაწყვეტს, ჩამებღაუჭე... იმიტომ, რომ მე შენ მჭირდები... მაშინ უფრო მაგრად მომკიდე ხელი და მაგრძნობინე, რომ ჩემთან ხარ... მაგრძნობინე, რომ ერთნი ვართ... სულით... ხორცით... ჩვენ ხელები გვაკავშირებს... და ჩემს ვენებში გავლილი სისხლი შენს ვენებში გადმოდის... ნელნელა ჩვენ სიცოცხლეს ერთმანეთს ვუცვლით... მაგრამ არ ვიცლებით... ვასვებთ ერთმანეთს ერთმანეთით... ძაან ჩავხლართე... არაუშავს... გამიგებ...

ახლა შენი სისხლიდან მოსული ბედნიერებით ვარ სავსე... მიხარია შენი არსებობა... არ ვმალავ ამას...
ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ერთმანეთთან...

ოღონდ აღარ გვინდა ამისთვის ბედის გამოცდები...

მკიდია ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავებიც... თეთრი მთვარეც და განათებული გზებიც... დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს... დანარჩენი საშინელი წვრილმანია... მთავარია, შენ იდგე ჩემს გვერდით, შენს ხელს ვგრძნობდე ჩემს მაჯაზე...

ხელს არ გაგიშვებ... - მპირდები...
არც მე...

No comments yet

This template is modified by Spieler