Tuesday, July 29, 2008

I AM HUNGRY





მოკლედ, მეორე კვირაა უკვე რაღაც საშინელ დიეტაზე ვზივარ, არაფერი მეჭმევა თითქმის... ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ბრმანაწლავმა შემაწუხა(არადა გდებულიყო თავისთვის), მივედი ექიმთან და ოოო, ესაო, ისაო, ანთება დაწყებული გაქვსო, სახე გეხევაო, დიეტაზე უნდა დაჯდეო, კუჭს ასე ჭირდებაო. დავჯექი დიეტაზე... ნუ პირელი ორი დღე არაუშავდა რა, ვძლებდი, აი მერე დამერხა... და ეს უკვე მეორე კვირაა დარხეული ვარ... ამოვიდა ყელში სუპი/მაწონი/ხაჭო... გრრ... და კიდე ვაშლატამა (სხვა ხილი თითქმის არ შეიძლება). მარი უშედეგოდ ცდილობს დამამშვიდოს იმითი, რომ წონაში დავიკლებ... ან როგორ უნდა დავმშვიდდე, როცა სულ მშია, მშია, მშია, მშია, მშია, მშია, მშია, მშია...

უხორცობას და უხაჭაპურობას კიდე აიტანს კაცი, მარა... შოკოლადი და გაზიანი სასმელიც არაო... აი მანდ კი არ დამერხა, არა... დამენძრაააა... მაღაზიაში რომ შევდივარ, თვალს ვარიდებ ყველაფერს, მივდივარ, პურს ვყიდულობ და გამოვდივარ... ჩემი თანამშრომლები სოლიდარობას მიწევენ და ხაჭაპურს აღარ ყიდულობენ, მგონი საერთოდ გადაეჩვიენ ჭამას... ხოდა ბოლოს რო ვეღარ გაძლეს, გავიდნენ შვებულებაში... :) დავრჩით მე და კარენა ოთახში... ეს ისედაც მაწონის მეტს არაფერს ჭამდა... (ეტყობა კიდეც, ერთი დაბანაა დარჩენილი). ხოდა ისე შემზიზღდება მაწონი მალე, რომ ალბათ ჩემს საშინელ კოშმარებში ”მაგდანას ლურჯა” მომელანდება... :(

მოკლედ, იმედია, მალე მოვრჩები ამ დიეტას. წავალ სადმე რესტორანში და იმდენს შევჭამ, რომ მერე ერთი თვეც რო მომიწიოს დიეტაზე ყოფნა, საჭმლისკენ გახედვა აღარ მომინდეს...

Monday, July 28, 2008

Re-Load


დიახ, დიახ... ჩემი ”ნეტარავაკეთო” მდგომარეობით გამოწვეული ფსიქო-უსაქმურობის გამო, გადავწყვიტე დაბრუნება...

როგორც შევატყვე, კლავიატურაზე Backspace/Delete-ების დაჭერათა რაოდენობით, წერას გადავეჩვიე, ხოდა მაცალეთ ბატონო, სანამ მივეჩვევი და ნუ წამიჭერთ ყელში თოკს...

ახლა, თქვენ რომ ჩემი დღევანდელი ამბავი არ გაინტერესებთ, იასნია, ხოდა იმის მოყოლას არ დავიწყებ, რა ხდება ჩემთან სამსახურში. ნუ, არც არაფერი ხდება... ვზივარ ჩემთვის სავარძელში და ვფიქრობ... რაზე? არსებულის არარსებობაზე... ან სხვაგვარად არსებობაზე... ხო, ახლავე გავაკეთებ კომენტარს, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას არ ეხება!

საუბარი მაქვს ყველასთვის კარგად ცნობილ ”რწყილი და ჭიანჭველა”-ზე... რა გაცინებს? დაფიქრებულხართ აქამდე რომელიმე თქვენგანი ამ შედევრზე? არა... ხოდა მაცალეთ ბატონო, მე ვფიქრობ... ვფიქრობ და ძალიან არ მომწონს, რასაც ასწავლიან ბავშვებს... ტიპიური დედამოდღნული ბიუროკრატიაა რა... რწყილს ჭირდება ჯაგარი სასწრაფოდ (!) , მიდის ღორთან, მერე მუხასთან, მერე ყვავთან, მერე ხაროსთან, მერე თაგვთან, მერე კატასთან, მერე ძროხასთან, მერე საწყალი წვალობს, ამ ჩათლახ ძროხას რო ბალახი მიუტანოს, მერე ისევ კატასთან მიდის, მერე თაგვთან, მერე ხაროსთან, მერე ყვავთან, მერე მუხასთან, მერე ღორთან და როცა ღორი აძლევს ჯაგარს და ეს გრეხს თოკს და ბაწარს, ხუი ივო ზნაეტ ჭიაჭველა ისევ ცოცხალია თუ არა... ისეთივე სიტუაციაა სამსახურებში, უცებ მჭირდება რაღაც ვთქვათ. პირდაპირ კი არ გამოწერენ საწყობიდან... უნდა დაწერო მოთხოვნა, ჩაიტანო კანცელარიაში, მერე კანცელარიიდან უნდა აუტანონ უფროსს, მერე ის დააწერს შესყიდვებს, შესყიდვები ერთ-ორ კვირაში იყიდის ამ რაღაცას და გადააწერს მოთხოვნას საწყობს, მერე ისევ უნდა დაწერო ახალი მოხსენებითი, ზუსტად იგივე გზა უნდა გაიაროს უფროსამდე, მერე უნდა ჩავიდეს ისევ საწყობში, მერე საწყობი გიღუნავს ტვინს და ბოლოს გაძლევენ შენ გამოწერილ ნივთს... ამ დროისთვის ეს ნივთო ან გჭირდება ან არა უკვე... ხო შეიძლება უფრო მარტივად მოხდეს ყველაფერი: მიდის რწყილი ღორთან და უხსნის სიატუაციას, რომ ჭიანჭველა იღრჩობა, ხოდა ღორი კაცურად აძლევს ჟაგარს, ჭიანჭველა ჯიბეში ცოტა ფულს უკუჭავს და თან დააყოლებს ”ამით ბავშვებს რკო უყიდეო”, ხოდა გრეხს ბაწარს და ყველაფერი კარგადაა... მარა, არა... პატარაობიდანვე თუ არ მიაჩვიეს ბავშვი ბიუროკრატიას და ”ჯერ ხელი მომაკიდებინე და მერე მოგცემ”-ს, ხო არ შეიძლება რა...

არსებობს, მეორე კაი ვარიანტი, თუ ღორი მაინც არ იძლევა ჯაგარს. რწყილი დგება, მიდის თავის ნათლიასთან და უყვება ყველაფერს, მერე დილით ღორი როცა იღვიძებს, საწოლში ხვდება ცხენის მოჭრილი თავი... ხოდა თავისი ფეხით მიეთრევა რწყილთან, ბოდიშს მოუხდის და ჯაგარს კი არ აძლევს, არამედ დაწნულ და გამზადებულ თოკს, ან უკეთეს შემთხვევაში მიყავს წყლიდან უკვე ამოყვანილი ჭიანჭველა. - (c)mario piuzo

ვოტ!

ასე არ ჯობია?


წავედი ახლა, მოხსენებითი დავწერო ვებ-სერვერისთვის ახალი კომპიუტერის გამოყოფაზე... :user:

This template is modified by Spieler