Thursday, September 04, 2008

GE-ორგია - (ს.ლ.ე.)


2184 წელი თავის ბოლო დღეებს ითვლიდა... ჩინური თბილისის ქართულ უბანში ფანჯრებიდან ბჟუტავდა სუსტი სინათლე...

- როგორც პაპაჩემის პაპა ამბობდა (თურმე), ერთ დროს ეს ქვეყანა ქართველების ყოფილა შვილო, მაშინ ეს ჯიშგასაწყვეტები სულ რამდენიმე ასეულნი იყვნენ ამ ქალაქში, ახლა ხომ ხედავ, 15 ოჯახიღა დარჩა ქართული... ძაღლებიც კი ჩინურად ყეფენ კაცო, გაგიგია ასეთი რამე?
- ბაბუ, ბაბუ... რა ენაზე ლაპარაკობ? - იკითხა უმცროსმა ლიმ ჩინურად...
- ეჰ... - ბაბუამ იაფფასიანი სიგარეტის კვამლი რგოლებად გამოუშვა პირიდან და წითელ ჩინურ ჭაღს შეხედა... - გუშინ ერთი კიტაიოზი მეუბნება ”რა უნიჭო ხალხი ხართ ეს ქართველები, ამდენი ხანია ჩვენს სამშობლოში ცხოვრობთ და ჩინური ვერ ისწავლეთო”, როცა ვუთხარი აგი შენი სამშობლო კი არა, ჩემიათქვა, გაეცინა... ”შენი იყო, ახლა ჩემიაო”... ერთი მეუბნება, ”ნუთუ არ გცხვენიათ, კეტების და წვრილმანი იაფფასეულობის ყიდვით რო ირჩენთ თავსო?!”... ეს მართლა 2 ლარაინ კეტებზე გაზრდილები...
- ბაბუ, შენს სვირინგზე მოგვიყევე რა, რა გაწერია მხარზე...
- რა მაწერია შვილო და - გეორგია...
- ეგ რა არის ბაბუ?
- ერთ დროს ეს საქართველოს ნიშნავდა შვილო... ახლა ამ სახელის ქვეშ ჩვენი და მეზობლის რამდენიმე ოჯახიღა ერთიანდება...
- ბაბუ, ჩინურად ”გე” დიდს ნიშნავს...
- მართალია ბაბუ, ადრე თუ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერი ვიყავით, ახლა დიდ და ძალაანარბარ ორგიაში ვართ ჩართულები... ვისაც უხარია ჩვენ გხმარობს, ვისაც არ უხარია და მაინ ჩვენ გვხმარობს...
- ბაბუ, არაფერი მესმის, შენ ისევ უცხო ენაზე ლაპარაკობ...
- კარგია, თუ არაფერი გესმის, როცა ყველაფერს გაიგებ, ე მანდ დაგენძრევა შენც...
- ბაბუ, ჩინელები ასე ცოტანი რო ვართ რისი ბრალია? სულ რაღაც 8 მილიარდ 932 მილიონი ჩვენი ეროვნების წარმომადგენელი დავრჩით მსოფლიოში... გუშინწინ ტელევიზორში გამოაცხადეს, მსოფლიოს არაჩინური მოსახლეობა 2 ადამიანით გაიზარდაო, ანუ უკვე 114 არაჩინელია ამ დედამიწაზე... ბაბუ ეს კატასტრიოფაა ხო? ის 2 ადამიანი ხო ჟანგბადს სუნთქვას? აღარ გვეყოფა ჩვენ ჰაერი...
- ვაი, შენს პატრონს, შვილო...
- რ თქვი ბაბუ?
- არაფერი ლი, ნუ ნერვიულობ, თორე ბევრ ჟანგბადს ხარჯავ-თქვა...
უცებ რაღაცამ გამოაღვიძა... თვალი გაახილა... 145 მარშუტკაში იჯდა... უფ... სიზმარი ყოფილა... ახლა უკვე აშკარად იგრძნო მუჯლუგუნი ნეკნებში... შეტრიალდა და... ასე 20-ოდე წლის ჩინელი გაღიმებულილი შესციცინებდა თვალებში:

- ბიზია, სენი წირიმე, კეწები იკიდე ლა ორ რალად, ცემი ლამაზი ხათლით ლა... - ჩაარაკრაკა პატარა კიტაიოზმა ქართველი თარჯიმნის დაწერილი ფრაზა...
- შვილო, იცი რა?
- სრა?
- რა და შენი ჯიშიც მოვტყან...
- ვერ გავიგე?
- ალაუსავს - ენა მოუჩლიქა ქართველმა, მარშუტკა გააჩერა და ჩავიდა...

----------
უცნობი ავტორი

2018 წლის გაზაფხული

No comments yet

This template is modified by Spieler