Tuesday, September 02, 2008

Blogger Party - (”კაი დროსია” პოსტი)


მოკლედ, იმდენი წერეს ამ ბლოგერ-ფართიზე, რომ რაღა უნდა დაამატო კაცმა, რიავიცი... მარა მაინც წავამატებ რამე-რამეებს...

დილა დაიწყო ასე...

ვახელ თვალებს...

- მარ, ადე, პირველი საათია... შენი ამბავი რო ვიცი საღამომდე ვერ გაემზადები...
- (...) - ანუ იმ ბგერებს ვერ გადმოვცემ, რითაც მარიმ მიპასუხა... (ქართულში არაა მაგფერი ასოები)... ტიპა, გავიგეო (ალბათ მაგას ნიშნავდა).

ავდექი მე, ხელ-პირი დავიბანე... პეპსი გამოვიღე მაცივრიდან და წავეი ჩემს კომპთან... დავჯექი (ნუ თავიდან ვიდექი, მერე გამახსენდა, რომ კომპიუტერთან ურთიერთობა დამჯდარ მდგომარეობაში უფრო მოსახერხებელია)... ცოტა წავითამაშე... ჩემი იარაღი +10-ზე დავაენჩანტე და მხიარულული ღიმილით გავემართე საძინებლისკენ...

მარის ისევ ეძინა...

- მარუს, ადე რა... დაგვაგვიანდება... 2 საათია...
- (...) - ისევ ის უტყვი ბგერა, რომლის გასაგებადაც ალბათ გერასიმეს (ასე ერქვა მგონი მუმუ-ს პატრონს) სიმუნჯის ნიჭია საჭირო...

გამოვედი ოთახიდან... დავიწყე სამზარეულოში თეფშების რახარუხი, ვიფიქრე გეღვიძებათქო... შენც არ მომიკვდე... აი მანდ თავი დამარცხებულად ვცანი მარის ძილთან ჭიდილში და დავუბრუნდი ჩემს კომპიუტერს... ცოტა Cisco (სისკო და არა სისკი) წავიმეცადინე... და ასე ერთი საათის მერე, უკვე შტურმით ავიღე ჩვენი საძინებელი...

- მარ, დაგვაგვიანდა... - ჩავჩურჩულე...
- ჰა? რა? რომელი საათია? ჩუსტები სადაა? შენ რატო არ გაცვია? წყალი მოდის? სოსო ჩამოვიდა პავლიაშვილი? - ეს არის იმ კითხვების მცირე ჩამონათვალი, რაც მან წამის მეათედში დამისვა...

აუფ...

როგორც იქნა აეფხიკა ლოგინს და შევიდა აბაზანაში...

დიდი ხანი რომ არ გამოვიდა, შევძახე - ”მანდ თავს ვერ დაიღრჩობ, წყალს ვერსად დააგუბებ-თქო” (დუშ-კაბინა გვაქვს მარტო)... დამიჯერა...

4 საათი იყო...

5 წუთის მერე დაიწყო პოდიუმი სასტუმრო ოთახიდან ჩემს კომპიუტერამდე... ”ეს წავა?”... ”ეს მაიკა ამ შარვალს უხდება?”... ”ფეხსაცმელი არ მიდის, ხო?”... მოკლედა დამენძრა... მარა არ შევიმჩნიე (მგონი).

ასე გაგრძელდა დაახლოებით 2 საათი... თან ყველა შემოსვლაზე მეუბნებოდა ”ჩაიცვი”...

ასე გაგრძელდა კიდე 1 საათი... მე ჩავიცვი, მარი ისევ ემზადებოდა...

როგორც იქნა გამოვედით (ალილუია...)

ნუ ისე გავიდა 3 საათი, არ დამიჩქარებია... ხოდა როცა სიგარეტისთვის მაღაზიაში შესვლა გადავწყვიტე, მაშინ აღმოჩნდა 2 წუთი და 11 წამი გადამწყვეტი და გადაირია ჩემი ცოლი ”რა დროს სიგარეტის ყიდვაა, გვაგვიანდებაო”...

მაღაზიიდან რომ გამოვედი, მისაყვედურა: 144-მა გაგვასწროო (მეტროთი ნდომია წასვლა)...

ტაქსი გავაჩერეთ...

გზაში დავასკვენი, რა კარგია ტაქსი, რომელსაც საქარე მინაზე არ აქვს მიმაგრებული უკან საყურებელი სარკე (ო, იეს) და ტასქსისტი ბიძია ეჭვის თვალით არ გიყურებს, როგორ გაქვს ხელი გადახვეული ცოლისთვის. (შენი ცოლისთვის!).

მივედით მაკდონალდსთან... ვნახეთ კოკოლა (იგივე კოკოლა) და გიო (იგივე სექრეთს)... ვიყიდეთ საკვები... (კოკოლა დიეტაზე იყო, ასე თქვა: ”ბავშვობაში 30 კილო ვიყავი და გუშინ რო ავიწონე 2 კილო მომიატებიაო”... დეპრესია ჰქონდა (2 ცალი)).

გამოვედით მაკიდან... მე და ჯიმი (იგივე კოკოლა) გადავედით ზემელში, ცოტა მსუბუქ-ალკოჰოლური სასმელის საყიდლად... ავიღეთ 5 ქილა ბალტიკა და ჩიფსები...

დავბრუნდით გაჩერებაზე... გავაჩერეთ ტაქსი და ჩავედით თავისუფლების მეტროსთან... მანქანიდან გადმოსვლისთანავე, თვალში ნაცნობი სახეები მომხვდა... დეკა ასოცდამერამდენღაცე (მგონი 136 - იგივე ერთერთი ბოღმა), როგორც შემდეგ გაირკვა ერთ-ერთი ნანანინოათაგანი (მგონი ნანა) და მისტერ მროველი, რომელიც ნერვიული ნაბიჯებით დაიარებოდა მეტროს შესასვლელის წინ... რა ანერვიულებდა? (ოო, მაგას მერე გაიგებთ)...

ეს სამეული დარჩა მეტროსთან (როგორც შემდეგ აღმოჩნდა საყიდლებზე მიდიოდნენ), მოსულებმა გზა გავაგრძელეთ, ვიარეთ სუნიანი კიბეების ხეივანში და... მივადექით შეკრების ადგილს... წუნარი, მშვიდი უბანი... ხის კიბეები... ლამის თავი ავარტყი ასასვლელში... და აი აქ დაგვხვდა დიდი წინაღობა... მაოს სახლის კარი... ეჯაჯგაურა მარი კარებს, მაგრამ უშედეგოდ... ბოლოს ჩემი ჯადოსნური ხელების ფაქიზი მოძრაობით კარი გავაღე... სახლში დაგვხვდა მაო, ლიკა, ჯოკეი და მარო...

მოკლედ, მაოს სახლის დიზაინით ფრიად ნასიამოვნები დავრჩი... მყუდრო და კაი პონტი იყო... მომეწონა ”სტენკა” კედელთან :D (ფრიად).

შევედით... დავსხედით... ცოტა ხანში მოვიდა ჯოლსკი (იგივე პოლსკი), ხოდა დავსხედით მე კოკოლა და პოლსკი დივანზე და გავაბით ფრიად თბილი საუბარი ლინიჯზე, მარა ვინ გაცალა... ესაო, ისაო, ლ2 არაო...

შემდეგი იყო ჯენი (იგივე აივერსონი, იგივე ”აივერსონ ლაიქს რეიდიოჰედ” - ეს მირკში იყო მგონი ბევრი წლის წინათ) თავისი ყოვლისმხედველი ფოტოაპარატით :)

მერე მოვიდნენ ბოღმები და მროველი... მერე მოვიდა ”გ”... ბოლოს კი მოვიდა ნინა...


და მერე მოხდა ის, რასაც ალბათ ყველა ბლოგერის ბლოგზე უკვე წაიკითხავდით... ტაკ შტო ნე ინწერესნო... :)


თან დრო არ მაქვს, სახლში უნდა წავიდე აწი :ვოტ:

ხო, მაროს თხოვეთ რა ჩემს ბლოგზე დაგამატოთ ვინც არ ხართ :) და კიდო დაგაბექლინკოთ თუ რაღაც როა...

No comments yet

This template is modified by Spieler