Tuesday, September 09, 2008

პოხმელიე...


გამიჩალიჩა ჩემმა საყვარელმა მეუღლემ... გუშინ საღამოს დამირეკა და მთხოვა, ჩემებთან გამოდი, მეც აქ ვარ, ცოტა ხანს ვილაპარაკოთ, საჭმელი ვჭამოთ და სახლში წავიდეთ მერეო. დამეზარა, მარა არ ვაწყენინე... დერეფანში შესვლისთანავე ცხვირში ის სუნი მეცა, რომელმაც მაგრძნობინა, ვოტ, ახლა დაგენძრაო... ხელები გადავიბანე და ამაყად შევაბიჯე ”ზალაში”. იქ კი 3 მსმელი და პურისმჭამელი პიროვნება დამხვდა (მარის მამა, მისი მეგობარი და მეგობრის სიძე). ვავა ბაბაია... როგორც პატარძალს მოტყვნა არ ასცდება, ისე მე არ ამცდება დალევათქვა, გავიფიქრე და ღრმად ჩავისუნთქე. სტუმრების გაცნობის შემდეგ, რომლებიც საკმაოდ კარგი ტიპები აღმოჩდნენ, ადგილი დავიკავე სიმამრის გვერდით და ”ჩაფენა” დავიწყე... ერთი... ორი... სამი... ოთხი? კი ოთხი... მერე ხუთი... შავი ღვინო და არჩვის მწვადი ერთმანეთზე მაგრად მიდის, როგორც აღმოჩნდა... დავითვერი ე... თუმცა, სულაც არ მეტყობოდა... შუა სუფრაზე, ლექსომ (მარის მამა) თქვა, რაღაც გვაკლიაო... პიზდეეეც, მეთქი ახლა თუ ამან თავისი 15 ჭიქიანი ყანწი გამოიღო, პასტას და ფურცელს მოვითხოვ და დალევამდე ანდერძს დავწერთქო, მარა... მობილური აიღო და ვიღაცას დაურეკა, სად ხარ ამდენ ხანსო... 5 წუთში კარი გაიღო და ავთო შემოვიდა (მარის ბავშვობის მეგობრის - სანდროს მამა, ასევე ლექსოს მეგობარი). ნადიმი გამხიარულდა :) ავთო არის ტიპიური ქალაქელი, რომელიც თავისი მეგობრების გატაცებების გამო, სულ მალე ოპტიკურ სამიზნეიან კარაბინს იყიდის, მერე კომბლესავით ჭერში შემოდებს და არასდროს გამოიყენებს... ეს ლექსომ კარგად იცის და ფრიად ხალისობს ავთოზე... გუშინ მეც ვიხალისე, ზომიერების ფარგლებში და მათი ურთიერთობის დამკვირვებლის როლში... მოკლედ ამდენი დაძაბული სამუშაო დღეების შემდეგ, გემრიელად გავერთე...

ბოლოს, როგორც ყოველთვის, მარის მოეწყინა და წავიდეთო - შემომიჩნდა... აშკარად დასვენება მინდოდა მეც, ხოდა ხელსაყრელი მომენტის მერე, როცა ჩემი და მარის სადღეგრძელო მეორედ შესვეს, ბოდიში მოვიხადე და სუფრიდან გავუჩინარდი. მაიამ რაღაცეები გამოგვაყოლა, თან ბევრი, ხოდა ერთი ჩელენჯი ამ ყველაფრის სახლში ატანა იყო. როგორც იქნა დავძლიეთ ეს წინაღობა... როცა მთვრალი ვარ, მაშინ ყველაზე კარგად ვგრძნობ, რას ნიშნავს ”ჰოუმ სვით ჰოუმ” - გამოთქმა... დივანზე მივეგდე, მარუსამ მომიარა :) <3 თან ისიც მითხრა, მთვრალი ძალიან საყვარელი ხარო, არ ატრაკებ ხოლმეო...

ის იყო, დივანზე წამოვწექი და... ჩემმა მეუღემ დედამისის ნაჩუქარი ასაწყობი ”ვეშოლკა” (იგივე საკიდი) ამოიღო ყუთიდან... მოკლედ ნახევარი საათი მაგას ვაწყობდით, ტიპიური ”ლეგო”-ს სათამაშო იყო რა... ბევრი ნაწილებით და მცირე ინსტრუქციით... დედა ვუტირეთ, წარმატებით დავძლიეთ ყველა ”ბოლტი და გაიკა”...

შემდეგ წავედი და ცოტა წავილინიჯე... მომეწყინა ესეც...

დიდი ფიქრის მერე მე და მარიმ გადავწყიტეთ, დაგვეძინა...

დღეს დილით რაღაც საშინელმა გრუხუნმა და ზრიალმა გამაღვიძა... რო გამოვერკვიე, თურმე ჩემს მობილურზე დაყენებული მაღვიძარა ყოფილა... ვო ბლია, რაღაც ნიტო იყო... ვროდე ნორმალური მელოდია უკრავდა, თავში კი რეკდნენ ზარები... პპც... ეტა პოხმელიე... ავდექი, აბაზანა მოვიარე... თავი ხელით მოვისინჯე, ორი ზომით დიდი მაქვს აშკარად... სამსახურში წავედი... ახლა ვზივარ ჩემს ოთახში და 12 საათს ველოდები, რო თელასის სასადილოში გადავიდე და რამე ცხელი ვჭამო...

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ნასიამოვნები ვარ... დილას მივხვდი, რო მარის მშობლები მაგრად მიყვარს... ნუ დედამისი ხო გადაყოლილია ჩემზე, ძალიან თბილია... აი ლექსო ისეთი ტიპია, ჩუმად და თავისთვის რო უყვარხარ და ამას რო ვერ/არ გამოამჟღავნებს... გუშინ შევატყვე :)

მოკლედ, აი ემ კმაყოფილ ანდ დავოლენ ოფ გუშინდელი დღე...

No comments yet

This template is modified by Spieler