Wednesday, August 27, 2008

ს ლ ე (საქართველოს ლიტერატურული ენციკლოპედია)


მოგახსენებთ, რომ ამა წლის 27 აგვისტოს დაიწყო უპრეცედენტო პროექტის - ”სლე”-ს (საქართველოს ლიტერატურული ენციკლოპედიის) - ამოქმედება... მიზანი, რა თქმა უნდა ერთია ”დიადი და ნათელი”, შეგროვდეს და დაიბეჭდოს ყველა ის ლიტ-ნაშრომი, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურულ ნაღვაწს და ნაოფლარს წარმოადგენს... უმეტესობა ამ შედევრებისა ჯერ კიდევ უცნობია ქართული ელიტარულ მკითხველთა საზოგადოებისათვის... (სირცხვილი მათ!)

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტში მონაწილე ადამინები სრულიად უსასყიდლოდ აკლავენ თავს სამუშაოს... ზემოხსენებულ საერო და უკეთილშობილურეს საქმეს აფინანსებენ ისეთი გრანდიოზული ფირმები, როგორებიც არიან: ინდ-მეწარმე ”სამარხვო ხაჭაპური - 2008” და კახური ღვინის მარანი ”დიმედროლ ინთერნეიშენელი”.

ჩვენი ბლოგის რედაქცია წუხელ მობილურით გაესაუბრა ამ პროექტის სულისჩამდგმელს და ხორიცსშემსხმელს, ქართული ლიტარატურის ამაგდარს ქალბატონ ვახტანგ მურადოვას... გაწვდით ამ საუბრის სრულ სტენოგრაფიულ ვარიანტს. (ბოდიშს გიხდით ტექსტში არსებული ხარვეზებისთვის, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენი სახლის კუხნაში მობილური კაათ არ იჭერდა).

------------------------------------
საუბრის სრული სტენოგრაფიული ვარიანტი

>>სტენოგრაფისტი ნათელა მამიდა<<

~ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ (მობილურზე ნომრის აკრეფის ხმა)
~ ტუუუუუ... ტუუუუუ... ტუუუუუუ...

- გისმ’ენ’თ გენ’აცვალ’ე (მეგრული წარმომავლობის ახალგაზრდა კაცის ხმა)
- უკაცრავად... ქალბატონი ვახტანგი ბრძანდებით? (დაეჭვებული ხმა)
- არა გენაცვალე, მარა ისეთი კაი ხმა გაქვს გოგონი, ქალბატონი ვახტანგი კი არა, შენთვის სპაიდერმენიც ვიქნები...

~ ტელეფონის გათიშვის ხმა
~ (ოთახში გოგომ ჩაილაპარაკა: ”სხვაგან მოვხვდით, გათახსირებული იდიოტი”...)
~ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ წკაპ (მობილურზე ნომრის აკრეფის ხმა)
~ ტუუუუუუ... ტუუუუუუ... ტუუუუუუ...

- ალო ალო... ლესუმენ... (”გისმენთ” - სომხურად)
- ქალბატონო ვახთანგ, თქვენ ბრძანდებით?
- ვროდე და... მე არ მირეკამთ?
- დიაღ, დიაღ... მე შპილერას ბლოგის პრესს-მდივანი ვარ, თქვენთან მინდოდა გასაუბრება პროექტის შესახებ, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ.
- ისა და, არ გინდათ სხვა რამეზე გავისაუბროთ? მაგალითად... ჭეშმარიტ ღმერთზე?
- არა, მე პროექტი უფრო მაინტერესებს... უკაცრავად ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ?
- არა, რას ამბობ, მე და ჩემმა ქმარმა უკვე გავათავეთ... ბავშვის ჭამა... ანუ საჭმელს ვაჭმევდით რა... ერთი წუთით გენაცვალოს...
~ტელეფონის მიღმა ისმის ხმა: ”მერეთ ქუნემ, ეს ბავშვი ფეხის თითებს რატო წომს? ნახე ნახე კაცო როგგორ მგამს... უნდა გადავაჩვიოთ, თორე მეც ფეხის თიტებით დავიწყე... ”

- ხო გენაცვალე, მაპატივე, ჩემი ქმარი კოფეს ადუღემს და მკითხა შაქარი რამდენი გინდაო... (დაგვიბრუნდა ყურმილთან ქალბატონი ვახტანგი). - რა გაინტერესემს შვილო პროექტთან დაკავშირებით... მაიცა შენ რუსთავი 2-იდან ხო არ ხარ? თუ კი მაშინ ვთიშამ? არა? ხო, კაი, მაშინ მკითხე...
- ქალბატონო ვახტანგ, თუ შეგიძლიათ, დაგვისახელეთ ის ავტორები, რომელთა შეტანასაც გეგმავთ საქართველოს ლიტერატურულ ენციკლოპედიაში (სლე)
- ვერ გეტყვი ცავატანემ, მობილურზე ვერ გეტყვი, აი ემაილს გამოგიგზავნი თუ გინდა, ოღონც სენი მამწერე მესიჯში...
- კარგით, მადლობთ... მგონი სულ ეს იყო, რაზეც მინოდა საუბრაი...
- შვილო, ჭეშმარით ღმერთზე საუბარი მართლა არ გინდა?
- არა, მადლობთ...
- კარქი მაშვინ... კარგად იყავი...
- ნახვამდის...

~ წკაპ... - ტელეფონის გათიშვის ხმა...

ხოტა ხანში მოგვივიდა ელექტრო ფოსტაზე წერილი, სათაურით ”ჭეშმარიტ ღმერთზე საუბარი არ გინდათ? ჟალ... ” მიბმულ ფაილში კი ჩვენს მიერ ნათხოვნი ავტორების სია და მათჳ შემოქმედებიდან თითო შედევრი იყო თავმოყრილი... დიდი მადლობა ქალბატონ ვახტანგს...

ნაწარმოებებს, შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ...

მადლობა მუხიანში არსებულ ინტერნეტ კაფეს, რომ 10 წუთი დაგვიმატა გადახდილ 1 საათს...

გაგრძელება იქნება ალბათ...

No comments yet

This template is modified by Spieler