Thursday, August 14, 2008

ჩაი მინდა...


ჩაი მინდა...

არც ისე ცხელი... ვაშლის ჩაი... ძალიან მომენატრა...

ახლა, რატო ჩაი... იმიტო რო ჩაის არასდროს ვსვამ, როცა სიტუაცია არ მიწყობს ხელს... თუ ირგვლივ ნორმალური ტემპერატურა და სიმშვიდე არაა, მომკალი და ვერ დავლევ ჩაის... ხოდა, ასე მგონია, საუკუნეა, რაც არ ყოფილა სიტუაცია ჩაის დასალევი... სიცილი მომენატრა, გულიანი... მეგობრებთან ყოფნა და თუნდაც უაზრო, ოღონდ მხიარული ლაპარაკი მომენატრა... დაკვრა მომენატრა... ვუყურებ კუთეში მიდგმულ გიტარებს და საშინლად მინდა დაკვრა... გუშინ ჩემს ძველ სახლში დავრჩით მე და მარი, პიანინოს რო ვუყურებდი მაკანკალებდა... ვიცი, რომ ახლა დაკვრის დრო არაა... არავიზე ნაკლებად მტკივა ის ტკივილი, რაც ახლა ხალხშია... მაგრამ, ერთადერთი საშუალება, რო ცოტა ნერვები დავიწყნარო, დაკვრაა... მარა არ/ვერ ვუკრავ... საკუთარ თავზე მეშლება ნერვები და მუსიკა მაღიზიანებს... ვიცი რო ”რა დროს დაკვრაა”...

5 დღის წინ დედაჩემი ჩამოვიდა საბერძნეთიდან, 2 წელი არ მინახავს... ვერ მოვისიყვარულე... დაძაბული დავდივარ... არადა, ძაან მომენატრა... ვზივართ ერთად ლოჯში და სიგარეტს სიგარეტზე ვეწევით... კიდე კაი, ”ტიპიური დედა” არაა... ვერც შიშს შეატყობ და ვერც აღელვებას... მამშვიდებს ცოტა მასთან ყოფნა...


დეიდაჩემი ოფიცილაურად მოქმედებს ჩემს ნერვებზე... ცხოვრებისეული, ქრონიკული პანიკა აქვს... ყველაფერზე... რა კარგია, რო დედაჩემი დას არ დაემგვანა...

დღეს, სამსახურში რო მივდიოდი, ყველა ჩემს ახლობელს დავურეკე, ვისაც აქამდე ვერ ვუკავშირდებოდი... ცოცხლები არიან... ცოტა ამოვისუნთქე...

სამსახურში საშინელება ხდება... ქაოსი და დომხალი - ეს სიტყვები მაშტაბებით ათჯერ მცირეა იმ მდგომარეობასთან რაც აქ არის... 3000-მდე კაცი იყო დღეს მოსული... დევნილთა რეგისტრაციას ვაკეთებთ... ისე დავიღალე, ფეხზე ძლივს ვდგავარ...

იმედია, ყველაფერი მალე დამთავრდება...

ხო მართლა, ჩემს სამსახურთან ”პოპული” გახსნეს...

თუმცა ახლა საშინლად მკიდია...

სახლში მინდა...

მეტიც...


ჩაი მინდა...

No comments yet

This template is modified by Spieler