Thursday, May 18, 2006

ჩვენ "გვაკლია"...




მოტეხილი სხივები...
ნაშენები სახეები...
და მერე დეპრესიის ნიაღვრისგან ჩამონგრეული გულის კედლები...
იმედის ფურცლები ტუალეტის ქაღალდად გამოყენებული...
ქაღალდზე ცრემლისგან წაშლილი სტროფები...
სახელები - მოგონებების ხეებს დამტვრეული ტოტები...
ძველი გრძნობები - დაობებული "პური ჩვენი არსობისა"....
თვალებში არეკლილი საკუთარი თავივით მრგვალი სამყარო...
ცოტა სინათლე - იმისთვის რომ დავინახოთ ნათქვამი სიტყვები...
მაგთიზე ამოწურული ავანსი და ტვინში შექმნილი დისბალანსი...
შერცხვენილი მთვარე პირს მიაბრუნებს, როცა ჩვენ ვკოცნით ერთმანეთს...
გაღიავებულია ცა, როცა შენ არ მყავხარ გვერდით...


მაკლიხარ... გაკლივარ... და საერთოდაც ჩვენ "გვაკლია"...

No comments yet

This template is modified by Spieler