Monday, April 17, 2006

Peace... Love... Clipper...




- მომიკიდე რა... მე ჩემი სანთებელა დავკარგე...
- სად?
- არ ვიცი... ჩორტ იო ზნაეტ... სადმე აქვე, ახლომახლო, მაგრამ ძებნას აზრი არ აქვს... ბნელა უკვე...

ბნელა, ძალიან... ირგვლი შავი სიჩუმე წევს... უკრავენ... მღერიან... მაინც სიჩუმეა... დაგუდული ხმები ვერ აღწევს გულამდე... და უცებ კივილი... ვინ კივის? არ ვიცი... ირგვლივ ვიხედები... სილუეტებს ვარჩევ... აქედან არ ისმის ეს ხმა... სადღაც გულიდან მოდის... მძიმე მეორე... გატეხილი პირველი... აკორდები... მი-ზე აწყობილი გიტარის ჟღარუნი... ვფზიზლდები... უკვე მსმის ხმებიც... მაგრამ ისევ ის სიყრუვე ჯობდა... ამქვეყნად თურმე შეიძლება ერთდროულად ყრუც იყო და ბედნიერიც... ცუდს მაინც გაიგებ ნაკლებს...
დაღლილი ვარ საშინლად... ფერებს ვეღარ ვარჩევ... უხეშად ვიშორებ სევდას, საყვარელი ქალივით რომ მხვევს ყელზე ხელებს... და ვხდები ცინიკოსი... მშარი... ირონიული...

- მომიკიდე რა... მე ჩემი სანთებელა დავკარგე...
- სამაგიეროდ ჩემი შენ გაქვს...








No comments yet

This template is modified by Spieler