Monday, December 05, 2005

მუსიკის ენა...



გამარჯობათ ჩაინიკებო... სად ხართ, ნუთუ მოგბეზრდათ ბლოგები... არა, ამას ვერ დავიჯერებ...

არ გავს დღეს ჩემი მყუდრო ადგილი თავის თავს... არაა ჩაის თავბრუდამხვევი სურნელი ახლა საჩაიეში... რაღაც ჩამობნელებულივითაა და ვზივარ მარტო მე, ვსვამ ცხელ ვაშლის ჩაის და ვფიქრობ... ვფიქრობ... არ მიყვარს ფიქრი, მაგრამ როცა მოწეული მაქვს ან ნასვამი ვარ, თავისით მეფიქრება... თავს ვერ ვერევი... (თან ჩაის როგორ მოაააააქვს...)

დავმარცხდი... ცხოვრებასთან და გრძნობებთან ჭიდილში... დავმარცდი... სახეზე შეყინული ღიმილი და გამშრალი ცრემლი დამრჩა ამ დამარცხების მოსაგონრად... ძნელი ყოფილა თურმე ამის აღიარება, მაგრამ...

სიგარეტს ვუკიდებ, Camel-ის გემო მრჩება პირში... მუსიკა უკრავს და ამ მუსიკაში ჯარეტის ნოტებს ვარჩევ... My Song (Keith Jarret), ეჰ... დოდ, ჩემი ცოდვა დაიდე მაშინ ამას რომ მომასმენინე... აშკარად მარტო მუსიკაა, მაგრამ ტექსტიც მესმის მე... არავის სჯერა... რას იზამ... მესმის როგორ კვნესის როიალი... და იწყებს მოყოლას ერთი, ჩემს ცხოვრებაში უკვე კარგად ნაცნობი ისტორიისა...

”ის მიდიოდა გზაზე მარტო... კიდევ ვიღაც დადიოდა მის მსგავსად ასე ეულად... თითქოს ერთად, ერთ დროსა და სიბრტყეში ცხოვრობდნენ... ხოდა, გარდაუვალიც იყო მათი შეხვედრა... სადმე, როდესმე მაიც შეხვდებოდნენ ერთმანეთს და... შეხვდნენ კიდეც... ”

მოულოდნელად შევიდა საქსაფონი მუსიკაში... ძალიან, ძალიან რბილად, მაგრამ, ამავდროს, ძალიან მგრძნობიარედ... და ახლა მან გააგრძელა ნაცნობი ამბის მოყოლა:

”ერთხანს ერთმანეთის ტკვილი ტკიოდათ... ერთად იყვნენ... სულ ერთად... ერთ ხმაში და ერთ ნოტაში ისხდნენ... მაგრამ უცებ ის კენტად დარჩა... ისე მოულოდნელად, რომ ჯარეტმაც კი ვერ გაიგო ეს და დაკვრა არ შეუწყვიტავს... სიკვდილიც კი ვერ მოასწრო... ვერ მოახერხა... სიცოცხლე ვალად ედო... ვერ გადაიხადა ეს ვალი... და ცხოვრებას დარჩა მძევლად... ტიროდა როიალი დიდი მაესტროს თითებს ქვეშ... კვნესოდა კლავიში... ის მიდიოდა გზაზე ისვე მარტო... მაგრამ სადღაც იყო მეორეც, ვისაც მისი სითბო სჭირდებოდა... ვინც უნებლიედ გაქრა მისი ცხოვრებიდან... თითებით ეძებდა მას ჯარეტი კლავიშებს შორის... და იპოვა კიდეც... იპოვა და ისევ შეერწყა ერთმანეთს ორი თავისუფალი სული, ორი თავისუფალი ბგერა და ერთ ჰარმონიად იქცა... ტიროდა საქსაფონი... ტიროდა როიალი... მაგრამ ეს სიხარულის ცრემლები იყო... ბედნიერების მუსიკა უკრავდა ჯარეტის ხელებით...

მაგრამ თემის დასასრული ახლოვდებოდა და ერთ-ერთი კვდებოდა... ძალიან უჭირდა მაესტროს, მაგრამ დრო იყო უკვე... ხოდა აიღო ბოლო ნოტაც და ფეიდზე გასული მუსიკის რიტმები დატოვა მსმენელის გულში...”

ჩაი აღარ მქონდა ლამბაქში... სიგარეტიც ისე ჩამეწვა, ნაფაზი არ დამირტყამს... ჩუმად ავდექი თბილი სავარძლიდან და ცარიელ საჩაიეს გავხედე... და უცებ თავში ერთმა უცნაურმა კითხვამ გამიელვა:

”იპოვი, ჯარეტ?”





მსო... მორჩა ეს ამბავიც... ახლა ერთი ჩემი ოქროს პრინციპი უნდა შეგახსენოთ:

”მოგეწონა? - კარგია... არ მოგეწონა? - გაიხსენე, იმისთვის არ ვწერ, რომ მოგეწონოს...”



ვისაც გსურთ ამ სიმღერის მოსმენა (და/ან მერე იქიდან გადმოწერა) , მიჰყევით ბმულს:

მოსმენა

No comments yet

This template is modified by Spieler