Thursday, December 01, 2005

საუბარი საჩაიეში...




ახლა ღამის 5 საათია... არ მძინავს და მინდა რამე დავწერო... ფინჯანი ჩაი უმშვენებს გვერდს ჩემს სისტემურ ბლოკს... ”საჩაიე” ცარიელია, დღეს ათი სტუმარი მყავდა... შემოვიდნენ, ჩაი დალიეს და წავიდნენ... ცუდ ხასიათზე ვარ... ან იქნებ არც ვარ ცუდ ხასიაზე... უბრალოდ კარგ ხასიათზე არ ვარ... გარეთ ყინავს...
ახალგაზრდა წყვილი შემოვიდა საჩაიეში... იქვე შემოსასვლელთან მდგარ მაგიდას მიუსხდენ და ოფიციანტს ვაშლის ჩაი შეუკვეთეს... მათ გვერდით ვზივარ და კარგად მესმის მათი საუბარი, თუმცა სპეციალურად არ ვცდილობ სიტყვების დაჭერას, უბრალოდ მათი ხმის მეტი არაფერი ისმის აქ და ძალაუნებურად მუსაიფის უხმო მონაწილე ვხდები...
ჩაი მოიტანეს... ოფიციანტს დავუძახე და ჩემთვისაც მოვატანინე ჩაი (რა მეშველება ეს საჩაიე ჩემი რომ არ იყოს?! დღეში იმდენ ლამბაქ ჩაის ვსვამ, გავიყიდებოდი :) )...
ბიჭმა ჩაი მოსვა, სახეზე ეტყობოდა რომ მოეწონა, მაგრამ ცდილობდა, მასა და გოგონას შორის დაწყებული სალაპარაკო თემიდან არ გადაეხვია და სიჩუმე დაარღვია:

- რატომ დამიმალე?
- არ დამიმალავს, - თითქოს თავს იმართლებსო, ისე უპასუხა გოგომ, თან ლამბაქს თვალს არ აშორებდა, - უბრალოდ, ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ...
- ნუთუ... - დამცინავი ტონი გაურია ბიჭმა ხმაში.
- გეფიცები, არც კი მიფიქრია ამაზე მანამდე... ჩვენს შორის მანამდე არაფერი ყოფილა, არც დავლაპარაკებივარ... მხოლოდ ერთხელ ვნახე... ზუსტად ერთი წლის წინ, წინა შობას... ღამე იყო, სახლში მარტო ვიყავი... საშინელმა წყურვილმა გამაღვიძა. სამზარეულოში გავედი, ორი ჭიქა წყალი დავლიე სულმოუთქმელად და მაშინღა გავიგე სასტუმრო ოთახიდან რაღაც ხმაური... შემეშინდა, მაგრამ მაინც ვაიძულე თავი იქ შემეხედა... კარი შევაღე, ჩემი დადგმული ნაძვის ხის უკან ვიღაც მოძრაობდა... კიდევ ერთხელ შემეშინდა... მაგრამ გავბედე და დავუძახე, რომელი ხარ-თქო... პირი ღია დამრჩა როდესაც იქიდან სანტა-კლაუსი გამოვიდა... ზუსტად ისეთი, საბავშვო კინოებში რომ ხატავენ ხოლმე (ოღონდ უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდა). შეატყო ალბათ, სახეზე ფერი რომ აღარ მედო და ჩემს დამშვიდებას შეეცადა - ნუ გეშინია! - მითხრა მან... მე დღეს შენი სტუმარი ვარ, დაჯექი - იქვე ტყავის დივანზე მიმითითა... თავი სიზმარში მეგონა, 15 წლისას მითხრეს რომ სანტა-კლაუსები და თოვლის ბაბუები არ არსებობდნენ და ახლა კი... ის ჩემს წინ იდგა. ”მე დღეს შენს ერთ სურვილს შევასრულებ” - ეს თქვა, უცებ მკვეთრი მოძრაობით მიტრიალდა ნაძვის ხისკენ და სათამაშო ჩამოჰკიდა... - ”ჩაიფიქრე”... ”თუ სიზმარია მაშინ ბოლომდე გავიხარებ-თქო”- გავიფიქრე გულში... და სურვილის ჩაფიქრება დავიწყე... მაგრამ... მოულოდნელად მომვარდა, ხელები წელზე შემომხვია, თავისკენ მიმიზიდა, მერე კი ძალიან ძალიან ძლიერად მაკოცა. კივილი დავაპირე, მაგრამ დამემუქრა, თუ იკივლებ, მოგკლავო... კაბა შემომახია, ჩემს მკერდს დაუწყო ალერსი, მერე ხელი ქვემოთ გადაიტანა, ჟინიანი ხარივით იქცეოდა... (გოგონას ლოყები ამოენთო, აშკარა იყო, რომ აღეგზნო)... თვალის დახამხამებაში, ჩემი საცვალი ხელში ეჭირა... მივხვდი რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა... დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, უკვე დივანზე ვიწექი, შიშველი, შერცხვენილი (აქ ხმას დაუწია)... რაღა აზრი ჰქონდა ჩემს სიცოცხლეს... მან კი ჩაიცვა, ჯიბიდან ბლოკნოტი ამოიღო, რაღაც ჩაიწერა და გაბრაზებული ხმით ჩაილაპარაკა: ”სურვილი შესრულებულია... ისე გადამიყოლებს მე ამ ქალების სურველები...” კარი გაიჯახუნა და წავიდა...
- მაიცა, მაიცა, შენ რა სანტაკლაუსმა გაგაუპატიურა? - სიცილს ვერ იკავებდა ბიჭი, აშკარა იყო, რომ არ სჯეროდა გოგონას მონაყოლი, - კაი ისტორია იყო... ჰა ჰა... შენგან კარგი მსახიობი დადგებოდა, ისეთი ვნებით ყვებოდი, რომ...
- შენ რა არ გჯერა? - დაღონდა გოგონა.
- მჯერა კი! მე შენი ყველაფერი მჯერა... - არტისტულად გამოთქვა ბიჭმა ბოლო სიტყვები, მაგრამ ეტყობოდა, რომ სასაცილოდ არ ყოფნიდა ეს საუბარი... - მოიცა, ჩაის ფულს გადავიხდი და გავიდეთ...

ბიჭი მაგიდიდან ადგა, და პატარა ბარისკენ წავიდა ანგარიშის გასასწორებლად.

- ეჰ, არ დამიჯერა... - უცებ მომესმა მაგიდიდან ხმა, - აი, დარდი... ისე, ხვალ შობაა (ამის თქმისას მაცდურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, მაგრამ უცებ ისევ მოიღუშა...)

მაგიდიდან ავდექი, სიგარეტს მოვუკიდე, გოგონას მივუახლოვდი და ყურში ჩავჩურჩულე:

- ამ შობასაც მოვა...






No comments yet

This template is modified by Spieler