Wednesday, September 17, 2008

ისევ ლექსი სამსახურზე და NEO


ხოოოოდა, მოგესალმებით ჩემი ახალი დიზაინით... პირველ რიგში, მინდა განვმარტო, რომ ეს მხოლოდ დიზაინის ცვლილება არ არის... შეიცვალა ჩემი ბლოგის ძრავა... ანუ, ახლა იგი გაცილებით სწრაფი გახდა ტექნოლოგია "ნეო"-ს დახმარებით... ეს ტექნოლოგია ვინმე რამანის ნაღვაწია და თავის თავში მოიცავს აჯაქსის საუკეთესო ელემენტებს. ახლა თუ ბლოგის მარჯვენა მხარეს Recent Post-ებს ნახავთ და რომელიმეს დააჭერთ, შეამჩნევთ, რომ პოსტის ჩატვირთვას დრო საერთოდ არ ჭირდება, ისე იცვლება როგორც ფლეშ-საიტებზე... მოკლედ დიზაინი ჩემია, ტექნოლოგია ვიღაცის... დიზაინის გარდა კიდო რაღაც-ღაღაცეები შევცვალე ძრავასა შიგან... კარქი არი რა... :)


ახლა რაც შეეხება, ზოგადად ამ რამდენიმე დღეს: პარასკევს ჩემმა სვერლო უფროსმა გამიუქმა შვებულებმა (კადრებიდან მახარეს), ხოდა ავდექი და გავაშანშალე განცხადება სამსახურიდან წასვლაზე, ორშაბათამდე გავძელი და კვირის პირველ დღეს ჩავედი უფროსთან... ბლიაწ... წასული იყო მივლინებაში... ეს განცხადება დავტოვე კანცელარიაში, მაგრამ ესაო ისა, ხო არ გადაირიეო, არ წახვიდეო და საბოლოოდ დამიხიეს განცხადება :) ისეთი თვალები ქონდა ჩემი კანცელარიის თანამშრომელს, შეწინააღმდეგება ვერ მოვახერხე, ვიფიქრე, პირდაპირ შევუტან განცხადებას ჩემს უფროსს რო ჩამოეთრევათქო... მერე სახლში მოვედი და გადავხარშე სიტუაცია, ხოდა გადავწყვიტე, სასწრაფოდ მოვძებნო ახალი სამსახური ჯერ... ხოდა ვეძებ ახლა ა...

ჩემს სამახურს კიდევ ერთი ლექსი უნდა მივუძღვნა, რომელსაც ახლა ექსპრომტად შევქმნი...


წელიწადი და ექვსი თვე გადის,
რაც ამ სლეობას ვემსახურები,
გაცვთა ყურები ამათ მოსმენით...
ჩაქრა თვალები ამათ ყურებით...

წყობილებიდან "გამობრძანებულს"
ერთი სურვილი ბევრჯერ მქონია
"იდი ნახუი" - მეთქვა ყველასთვის,
"ეგრე არ არის, თქვენ რომ გგონიათ".

ხშირად მინდოდა დემონსტრირება
ამაყად მდგარი შუა თითების,
და გაოგნებულ სახეთა ფონზე
ჩათლახურ ტონით ჩახითხითების...

მაგრამ ვითმინე, გულს არ ავყევი,
საქმეს ვსაქმობდი ცივი გონებით,
"აიპი"-ს ვწერდი პოეტურ გრძნობით,
ქსელი გამყავდა ზე-შთაგონებით...

მაინც დამღალეს, გამაძრეს სიქა,
ბოლო bit-ებით აივსო RAM-ი,
განცხადებას ვწერ, უნდა წავიდე,
არ გავჩერდები აქ ერთი წამი...

სულაც არ მინდა, ვგავდე ჩემს ადმინს,
კაცს თვალშეჩვეულს "სლუჟებნი მრაკში",
ოთხმოც რაიონს რომ აძლევს რჩევებს
და ოთხმოცივე რომ ხმარობს ტრაკში...


ხოდა ეგრე :)

No comments yet

This template is modified by Spieler